weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს

12:09 სამშაბათი, 20 მარტი 2018
ფოტოზე ნიკოლა სარკოზი და მოამარ კადაფი ფოტოზე ნიკოლა სარკოზი და მოამარ კადაფი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააკავეს. სარკოზის დაკავება დაკავშირებულია 2007 წელს მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საქმის გამოძიებასთან.

პარიზის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც 2012 წელს ლიბანური წარმოშობის ფრანგმა ბიზნესმენმა ზიად ტაკიედინმა განაცხადა, რომ აქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ სარკოზის წინასაარჩევნო კამპანიას ლიბიის ხელისუფლება აფინანსებდა. ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლიბიის ყოფილი დიქტატორისგან, მოამარ კადაფისგან 50 მილიონი ევრო მიიღო.

ნიკოლა სარკოზი 48 საათით არის დაკავებული. ამ დროის განმავლობაში მისი დაკითხვა უნდა მოხდეს.

ნიკოლა სარკოზი საფრანგეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2007-2012 წლებში იკავებდა. მან 2017 წლის არჩევნებში მონაწილეობაც სცადა, თუმცა საკუთარი პარტია ვერ დაარწმუნა, მისთვის მხარი დაეჭირათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]