თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც ხალხით სავსე შახის მეჩეთში შესვლას ცდილობდა, პოლიციელებმა შენიშნეს, თუმცა მან მეჩეთის შესასვლელში თავის აფეთქება მოასწრო.
თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ქაბულში ნავრუზს - სპარსული ტრადიციით ახალი წლის დღესასწაულს აღნიშნავდნენ.