weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინაში ნადეჟდა სავჩენკო დააკავეს

17:47 ხუთშაბათი, 22 მარტი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

კიევში, უმაღლესი რადას დეპუტატი და ყოფილი სამხედრო მფრინავი ნადეჟდა სავჩენკო სახელმწიფო გადატრიალებისა და ტერაქტების მომზადების ბრალდებით დააკავეს. დღეს უკრაინის პარლამენტმა სავჩენკოს იმუნიტეტი მოუხსნა და მის დაკავებას მხარი დაუჭირა.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს სამი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი აჩვენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც 2017 წლის 1-ელ დეკემბერს ჩაიწერეს, საუბარია ხელისუფლების დამხობის გეგმაზე. პროკურატურის მტკიცებით ამავე პერიოდში, „შეთქმულებმა“ ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან უკრაინაში იარაღის პირველი პარტია შეიტანეს.

სავჩენკოს ბრალად ედება ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობილების დამხობის და ხელისუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულება; ტერაქტის მომზადება; უკრაინის პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, მინისტრთა კაბინეტის, რადას დეპუტატების და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელების სიცოცხლის ხელყოფის მომზადება; ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-გადაცემა; ტერორისტული ორგანიზაციის „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელშეწყობა.

ნადეჟდა სავჩენკო კენჭისყრის დასრულების შემდეგ რადას შენობაში დააკავეს. ამ გადაწყვეტილებას მხარი 268 დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგ წავიდა, 6-მა კი თავი შეიკავა. კენჭისყრაში არ მონაწილეობდა 55 დეპუტატი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]