weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ქიმიურ ქარხანაში აფეთქებას ჩეხეთში 6 ადამიანი ემსხვერპლა

11:43 პარასკევი, 23 მარტი 2018

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ კლარუპი ნად ვლტავოუში სულ მცირე, ექვსი ადამიანი ემსხვერპლა აფეთქებას, რომელიც დედაქალაქ პრაღიდან ჩრდილოეთით, 30 კილომეტრში მდებარე ქიმიურ ქარხანაში მოხდა.

სახანძრო დაცვის რეგიონული სამსახურის თანახმად, დახოცილების გარდა აფეთქებისას სერიოზულად დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ქალაქის მერის, პეტრ ჰოლეჩეკის თქმით, ქარხანაში დაუდგენელი ნივთიერების სავსე ცისტერნა აფეთქდა. მისი თქმით, აფეთქებას ქალაქისთვის საფრთხე არ შეუქმნია.

ქარხანა პოლონურ ფირმა Synthos-ს ეკუთვნის და ჩეხურ Unipetrol-თან ერთობლივ საწარმოს წარმოადგენს, რომელიც რეზინის, პლასტიკის, ლატექსისა და მსგავსი მასალის პროდუქტს უშვებს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]