weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ვლადიმერ ჟირინოვსკის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ

23:31 პარასკევი, 23 მარტი 2018
ფოტოზე რენატ დავლეტგილდეევი ფოტოზე რენატ დავლეტგილდეევი

ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ჟურნალისტი რენატ დავლეტგილდეევი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს ცნობილ რუს პოლიტიკოსს, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ფრაქციის თავმჯდომარეს ვლადიმერ ჟირინოვსკის. ჟურნალისტი სხვა მამაკაცებსაც მოუწოდებს, საჯაროდ განაცხადონ პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი მოპყრობის შესახებ.

„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიასთან“ ინტერვიუში რენატ დავლეტგილდეევმა ისაუბრა 2006 წელს მომხდარ ინციდენტზე, როდესაც ჟირინოვსკი ინტერვიუს დროს მას უხამსად მოექცა. მისივე თქმით, პოლიტიკოსის თანაშემწეები ცდილობდნენ, ძალით შეეყვანათ „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის კორპორატიულ საუნაში“. დავლეტგილდეევი ამბობს, რომ მაშინ საჯაროდ არ ჰქონდა ნათქვამი, რომ ჰომოსექსუალია, ცხვენოდა მომხდარი და არ სურდა ინციდენტის გასაჯაროება.

რუსეთის დუმის თავმჯდომარის მოადგილე იგორ ლებედევი, რომელიც ვლადიმერ ჟირინოვსკის შვილია, ჟურნალისტებთან ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს

„არ მსურს თქვენთად ლაპარაკი. თქვენთან თქვენს გეი-კოლეგაზე ვისაუბრო? ასე დაბლა დავეცი? რუსულ საზოგადოებაში სექსუალური შევიწროების პრობლემა არ არსებობს“, - ციტირებს ლებედევის კომენტარს „ნასტოიაშჩეე ვრემია“.

ცოტა ხნის წინ ვლადიმერ ჟირინოვსკის თანაპარტიელი ლეონიდ სლუცკი სამმა ჟურნალისტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში, თუმცა რუსეთის დუმის ეთიკის კომისიამ სლუცკის მოქმედებები კორექტულად ცნო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]