რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, 47 დაშავებულიდან საავადმყოფოში 12 ადამიანი რჩება. მათგან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ხანძარი სავაჭრო ცენტრ Зимняя вишня-ს ზედა სართულზე გაჩნდა, სადაც კინოთეატრი მდებარეობს. მსხვერპლთა უმეტესობა სწორედ კინოდარბაზში იმყოფებოდა.
კემეროვოში ხანძრის ჩაქრობას 17 საათზე მეტი დასჭირდა. მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუოდ მიზეზებს შორის ასახელებენ ელექტროგაყვანილობის სისტემის გაუმართაობას, ცეცხლთან გაუფრთხილებელ მოპყრობასა და განზრახ ქმედებას.