weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პოლონეთმა ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევებაზე გადაწყვეტილება მიიღო

15:56 ორშაბათი, 26 მარტი 2018

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვარშავაში რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს ქვეყნიდან რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილების შესახებ შეატყობინა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

„გადაწყვეტილება მიღებულია. ამის შესახებ ინფორმაციიას პოლონური მხარე გაავრცელებს“, - სააგენტო „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, ეს პასუხი გასცა რუსეთის ელჩმა ჟურნალისტებს კითხვაზე, გააძვებს თუ არა პოლონეთი რუს დიპლომატებს ქვეყნიდან.

ბრიტანეთში სერგეი სკრიპალის და მისი შვილი მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, რუსი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება დღეს შესაძლოა ევროკავშირის სხვა ქვეყნებმაც მიიღონ. როგორც ცნობილია, საგარეო საქმეთა სამინისტროებში დაიბარეს რუსეთის ელჩები ლიტვასა და ლატვიაშიც. 

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]