weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ამერიკის შეერთებული შტატები 60 რუს დიპლომატს გააძევებს

18:09 ორშაბათი, 26 მარტი 2018

ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, უკრაინა და ევროკავშირის წევრი რამდენიმე სახელმწიფო, სერგეი სკრიპალის საქმის გამო, რუსეთის დიპლომატებს ქვეყნიდან გააძევებენ. აშშ-ს დატოვება 60 რუს დიპლომატს მოუწევს. გარდა ამისა, ვაშინგტონი სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები ამ ზომებს იღებს ნატო-ს მოკავშირეებთან და პარტნიორებთნ ერთად რუსეთის მიერ დიდ ბრიტანეთში საბრძოლო ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ“,  განაცხადეს თეთრ სახლში.

რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადეს საფრანგეთმა, პოლონეთმა, უკრაინამ, ჩეხეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, დანიამ, იტალიამ, ნიდერლანდებმა და გერმანიამ.

რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი ბრიტანეთში 4 მარტს მოწამლეს. ამის გამო, დიდმა ბრიტანეთმა 23 რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა, რასაც რუსეთმა 23 ბრიტანელი დიპლომატის გაძევებით უპასუხა. ქიმიურ თავდასხმასთან კავშირს რუსეთი უარყოფს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]