weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

პაკისტანში გოგონას გაუპატიურებისთვის 12 ადამიანი დააკავეს

11:42 სამშაბათი, 27 მარტი 2018

აღმოსავლეთ პაკისტანში ტრადიციული სოფლის საბჭოს, ანუ ჯირგას 12 წევრი დააკავეს, რომლებმაც ბრალდების თანახმად, მამაკაცს დაავალეს გოგოს გაუპატიურება, რათა ამ მამაკაცს შური ეძია თავისი დის გაუპატიურებისათვის.

პაკისტანის პროვინცია პენჯაბის დასახლება პარი მაჰალის პოლიციის წარმომადგენლის თანახმად, პირველი გოგონას გაუპატიურების შემდეგ, ძალადობაში ბრალდებულის, ვასიმ საიდის ოჯახმა პატიება სთხოვა დაზარალებულის ოჯახს და ორი ოჯახი შეთანხმდა, რომ დავას მოაგვარებდა ე.წ. შურის საძიებელი გაუპატიურებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვასიმ საიდის ოჯახი დათანხმდა საიდის დაზე სექსუალურ ძალადობას.

მსგავსი უკანონო ქმედებები, რომელთაც ურდუს ენაზე „უანის“ უწოდებენ, ჯერ კიდევ გავრცელებულია პაკისტანის პროვინციებში, სადაც უთანხმოებებს სოფლის საბჭოები აგვარებენ.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]