შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ არენაზე“ მომხდარ აფეთქებას, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა განახროციელა, 22 ადამიანი ემსხვერპლა, 60-მდე კი დაშავდა. ინციდენტი პოპ-ვარსკვლავ არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ, ფოიეში განხორციელდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის თქმით, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურებმა, სავარაუდოდ, იციან თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა და ირკვევა, მარტო მოქმედებდა თუ რამე დაჯგუფების წევრი იყო. გამოძიების ამ ეტაპზე ამფეთქებლის ვინაობა არ საჯაროვდება.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.