weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ღაზა-ისრაელის საზღვარზე შეტაკებებს 12 პალესტინელი ემსხვერპლა, 750-ზე მეტი დაიჭრა

00:03 შაბათი, 31 მარტი 2018

ღაზას სექტორის საზღვრის გასწვრივ ისრაელის სამხედროებსა და პალესტინელ აქტივისტებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად სულ მცირე 12 პალესტინელი დაიღუპა, 750-ზე მეტი კი დაიჭრა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, 30 მარტს პალესტინელებმა „დიდი დაბრუნების მარში“ დაიწყეს. ისრაელი არ უარყოფს, რომ სამხედროებმა აქციის მეტად აგრესიული მონაწილეების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს, თუმცა ისრაელი სისხლისღვრაზე პასუხსიმგებლობას აქცის ორგანიზატორებს, მათ შორის მოძრაობა „ჰამასს“ აკისრებს.

ისრაელის შეიარაღებული ძალები ირწმუნებიან, რომ შეტაკებებში პალესტინის მხრიდან 17 000 ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო ცეცხლი მთავარი წამქეზებლების მისამართით გახსნეს, რომლებიც ცდილობდნენ მავთულხლართების გადაკვეთას და ქვებსა და აალებულ ბოთლებს ისროდნენ. დაღუპულები 18-და 30 წლამდე მამაკააცები არიან.

„ჰამასმა“ განაცხადა, რომ ისრაელის მხარის წარმომადგენლებმა ჯერ კიდევ პროტესტის დაწყებამდე მოკლეს 27 წლის ფერმერი, რითიც პალესტინელების დაშინება სცადეს.

„ჩვენი მიწის არცერთ გოჯს არ დავთმობთ. პალესტინელებისთვის არ არსებობს სხვა ალტერნატივა და სხვა გადაწყვეტილება გარდა ტერიტორიების დაბრუნებისა“, - ციტირებს „ბი ბი სი“ „ჰამასის“ ლიდერის ისმაილ ხანიას განცხადებას.

პალესტინელების პროტესტი და „დიდი დაბრუნების მარში“ სავარაუდოდ, 15 მაისამდე გაგრძელდება. 15 მაისს პალესტინელები ეროვნული კატასტროფის დღეს აღნიშნავენ, როელსაც 1948 წელს ისრაელის სახელმწიფოს შექმნა მოჰყვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]