weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თავდასხმის შემდეგ მალალა მშობლიურ ქალაქში პირველად ჩავიდა

18:21 შაბათი, 31 მარტი 2018

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, უფლებადამცველი მალალა იუსაფზაი თითქმის ექვსი წლის შემდეგ პირველად ჩავიდა მშობლიურ ქალაქ მინგორაში, სადაც 2012 წელს თალიბანის მებრძოლებმა მისი მოკვლა სცადეს.

მალალა პაკისტანში სამი დღის წინ დაბრუნდა.

„როდესაც პირველად ვილაპარაკე, ცრემლები ვერ შევიკავე. ემოციურია. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ სახლში ვარ და ისევ ამ მიწაზე მიდგას ფეხი“, – უთხრა მალალამ „ბი ბი სის“.

მალალა იუსაფზაის იმის გამო ესროლეს, რომ გოგონების განათლების უფლებისთვის იბრძოდა. 11 წლის ასაკში მან „ბი ბი სისთვის“ ანონიმური დღიურების წერა დაიწყო, რომლის საშუალებითაც თალიბანის მმართველობას აღწერდა. გოგონა წერდა იმის შესახებ, თუ როგორ ხურავდნენ თალიბები გოგონებისთვის განკუთვნილ საგანმანათებლო ცენტრებს. ანონიმური წერილების გარდა, ის ამ საკითხებზე საჯაროდაც საუბრობდა, რის გამოც ექსტრემისტების ყურადღება მიიპყრო.

2012 წლის 9 ოქტომბერს სკოლის ავტობუსში, რომლითაც 15 წლის მალალა მგზავრობდა, ორი შეიარაღებული პირი ავიდა. მათ იკითხეს, მოსწავლეების შორის რომელი იყო მალალა, შემდეგ კი გოგონას თავში ესროლეს. მალალასთან ერთად მისი ორი მეგობარიც დაიჭრა. პაკისტანელი თალიბების განცხადებით, მალალა პუშტუნთა შორის დასავლური კულტურის გავრცელებას უწყობდა ხელს და ამიტომ ესროლეს.

მალალა გოგონების განათლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. დღეს ის ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტია. მის მიმართ პაკისტანელებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, უმრავლესობა მალალას მხარს უჭერს, ნაწილი კი აკრიტიკებს ქვეყნიდან წასვლის გამო. კონსერვატორები ამბობენ, რომ მალალა დასავლურ დღის წესრიგს მისდევს. რამდენიმე კერძო სკოლამ მას „ანტი ისლამური“ და „ანტი პაკისტანური“ იდეოლოგიის გამო პროტესტიც გამოუცხადა.

მალალა ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ არის ხალხი მისი წინააღმდეგი: „ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მე მიყვარს პაკისტანი, პაკისტანელი ვარ და მსურს უკეთესი მომავალი ამ ქვეყნისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]