weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რომის პაპმა სააღდგომო ქადაგებაში სირიაში სისხლისღვრის დასრულება ისურვა

18:07 კვირა, 01 აპრილი 2018

კათოლიკეები დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ზეიმობენ. რომის პაპმა ფრანცისკემ თავის სააღდგომო მიმართვაში განსაკუთრებული ადგილი სირიაში, წმინდა მიწაზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და სამხრეთ სუდანში მშვიდობისკენ მოწოდებას დაუთმო.

ტრადიციული სააღდგომო მიმართვა „ქალაქისა და მსოფლიოსადმი“ (Urbi et Orbi) პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან გაახმოვანა და მოედანზე შეკრებილ ათი ათასობით მსმენელს მოუწოდა, იმუშაონ იმისთვის, რომ „მსოფლიოში ამდენი უსამართლობა დასრულდეს“.

„დღეს ჩვენ ღმერთს შევთხოვთ მშვიდობას მთელი მსოფლიოსთვის, დაწყებული ჩვენი საყვარელი და დიდი ხნის განმავლობაში ტანჯული სირიით, რომლის ხალხიც დაღლილია დაუსრულებელი ომით.

ამ აღდგომას, დაე, მკვდრეთით აღმდგარი ქრისტეს ნათელმა გაანათოს პოლიტიკური და სამხედრო ლიდერების გონება, რათა სისხლისღვრა სწრაფად დასრულდეს, ჰუმანიტარულ სამართალს პატივი სცენ და ხელმისაწვდომი გახდეს დახმარება, რომელიც სასწრაფოდ საჭიროა“, - აღნიშნა რომის პაპმა.

მან საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, დაეხმარონ ვენესუელას, რათა  ხალხი აღარ იყოს იძულებული ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის გამო ქვეყანა დატოვოს. ასევე, პაპმა იმედი გამოთქვა, რომ 27 აპრილს ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერებს შორის შეხვედრა ნაყოფს გამოიღებს, რაც კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობისა და ჰარმონიის საფუძველი გახდება. რომის პაპმა უკრაინაც ახსენა და ძალადობის დასრულება ისურვა.

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის რანგში პაპმა ფრანცისკემ წელს მეექვსედ იზეიმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]