weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჩინეთის კოსმოსური სადგური დედამიწაზე ორშაბათს ჩამოვარდება

19:35 კვირა, 01 აპრილი 2018

ჩინეთის კოსმოსური სადგურის „ტიანგუნ 1“-ის ნამსხვრევების დედამიწაზე ჩამოვარდნამდე 24 საათზე ნაკლები რჩება. „ბი ბი სის“ ინფორმაციით, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ბოლო პროგნოზით, კოსმოსური სადგური ატმოსფეროში თბილისის დროით 04:25 საათზე შემოაღწევს. იმ ქვეყნებს შორის, სადაც „ტიანგუნ 1“-ის ფრაგმენტების ჩამოვარდნაა მოსალოდნელი, საქართველოც არის.

2016 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ კოსმოსურ ხომალდთან კავშირი დაკარგეს და ამ დროიდან მისი გაკონტროლება აღარ შეუძლიათ. შესაბამისად, უცნობია, ზუსტად რა ადგილზე ჩამოვარდება ის. ევროპის კოსმოსური სააგენტო აქვეყნებს რუკას, რომელზეც ის ადგილებია მონიშნული, სადაც კოსმოსური სადგურის ჩამოვარდნაა შესაძლებელი. ამ არეალში საქართველოც ხვდება.

კოსმოსური ხომალდის ჩამოვარდნის გამო ნერვიულობა არ ღირს. მისი ძირითადი ნაწილი ატმოსფეროში შეღწევისთანავე დაიწვება. ზოგიერთი ფრაგმენტი, მაგალითად, საწვავის ავზი, შესძლოა მთლიანად არ განადგურდეს, თუმცა შანში იმისა, რომ ის დედამიწაზე ადამიანს დაეცემა ან სხვა სერიოზულ ზიანს გამოიწვევს, უკიდურესად მცირეა.

8.5 ტონიანი „ტიანგუნ 1“ (ჩინურად „სამოთხის სასახლე“) კოსმოსში 2011 წლის სექტემბერში გაუშვეს. ის ჩინეთის პირველი კოსმოსური სადგური და ექსპერიმენტული კოსმოსური ლაბორატორიაა. სადგურმა ასტრონავტებსაც უმასპინძლა, თუმცა მხოლოდ რამდენიმედღიანი პერიოდებით. ჩინეთის პირველი ქალი ასტრონავტი ლიუ იანი „ტიანგუნ 1“-ს 2012 წელს ეწვია. ოთხი წლის განმავლობაში სადგური სრულყოფილად მუშაობდა და საწვავის დიდი ნაწილი დახარჯა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წონა მნიშვნელოვნად შემცირდებოდა.

ამჟამად ჩინეთს კოსმოსში „ტიანგუნ 2“ აქვს გაშვებული, რომელმაც 2022 წლამდე უნდა იმუშაოს. იგეგმება „ტიანგუნ 3“-ის გაშვებაც. 2014 წლისთვის ჩინეთი აპირებს, მთვარეზე ადამიანი გადასვას, მარსზე გამგზავრება კი 2050 წლისთვის არის დაგეგმილი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]