weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლატვიის სკოლებში სწავლება მთლიანად სახელმწიფო ენაზე გადავა

14:29 ორშაბათი, 02 აპრილი 2018

ლატვიის პრეზიდენტმა რაიმონდ ვეიონისმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საშუალო სკოლებში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების სკოლებში, სწავლება მხოლოდ სახელმწიფო ენაზე იქნება ნებადართული.

პრეზიდენტის განცხადებით, რეფორმის შედეგად ყველა მოსწავლეს თანაბრად ექნება ხარიხსიანი განათლება მიღების საშუალება, საზოგადოება უფრო ერთიანი იქნება და ქვეყანა გაძლიერდება.

განათლების რეფორმა სავარაუდოდ 2019 წლის 1-ლი სექტემბრიდან დაიწყება და 2021 წლისთვის დასრულდება. სკოლამდელი განათლება ორენოვანი დარჩება. რაც შეეხება საშუალო სკოლას, პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით ორენოვანი სწავლების სამი მოდელი იქნება ხელმისაწვდომი. მეშვიდედან მეცხრე კლასის ჩათვლით საგნების 80%-ი სახელმწიფო ენაზე ისწავლება, ხოლო მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სწავლება მხოლოდ ლატვიურ ენაზე იქნება შესაძლებელი.

ლატვიაში 1 700 000 ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც დაახლოებით 500 000 რუსია. ეთნიკური უმცირესობების სკოლებიც ძირითადად რუსულენოვანია.

განათლების რეფორმის წინააღმდეგ, ლატვიის რუსული კავშირის ორგანიზებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საპროტესტო აქციები იმართებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]