weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

მეუღლის ტელეფონის უნებართვოდ შემოწმება საუდის არაბეთში კანონით დაისჯება

01:01 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

საუდის არაბეთში მეუღლის ტელეფონის უნებართვოდ შემოწმება და ინფორმაციის მოპოვება ამიერიდან ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ დანაშაულის განეკუთვნება, რომელიც სისხლის სამართლის წესით ისჯება.

ქორწინებაში მყოფ პირები, რომლებიც ერთმანეთზე თვალთვალს გადაწყვეტენ, კარგად უნდა დაფიქრდნენ, რადგან ასეთმა ქმედებამ შესაძლოა გამოიწვიო დაჯარიმება 133 000 აშშ დოლარის ოდენობით, ან ერთწლიანი პატიმრობა.

თუ მეუღლე კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას გათქვამს, მაშინ ერთდროულად პატიმრობით და ჯარიმით დაისჯება, ხოლო თუ ტელეფონში შეაღწევეს, მოპოვებულ ინფორმაციას კი არ გამოიყენებს, დანაშაული მხოლოდ ჯარიმას და საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლის გაფრთხილებას გამოიწვევს.

„ალ არაბიას“ ინფორმაციით, იმისთვის, რომ ცოლზე ან ქმარზე უკანონო თვალთვალი დადგინდეს, საკმარისია დადასტურდეს, რომ სმარტფონი დაცული იყო პაროლით, რომელიც გატეხეს იმისთვის, რომ კონფიდენციალურობა დაერღვიათ.

ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული დანაშაული სმარტფონის გარდა, ასევე მოიცავს ნებისმიერ მსგავს მოწყობილობას, მათ შორის კომპიუტერსა და კამერას.

კანონი, რომლითაც მეუღლეზე „ჯაშუშობის“ კრიმინალიზაცია მოხდა, ძალაში ერთი კვირაა შევიდა.

ქვეყნის კულტურისა და ინფორმაციის სამინისტროს ცნობით, კანონი მიზნად ისახავს ინტერნეტმომხმარებელბის უფლებების, ასევე კონფიდეციალურობის და საზოგადოებრივი მორალის დაცვას.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი კანონი მოქმედებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]