ორი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის მამაკაცს თავდამსხმელ ქალთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა ამ ცნობებს ჯერჯერობით არ ადასტურებენ საგამოძიებო ორგანოები.
თავდასხმას „ტვიტერის“ საშუალებით გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი: „ჩვენი აზრები და ლოცვები მათთანაა, ვისაც შეეხო ეს ინციდენტი“, - წერს ის. მან სამართალდამცავებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.