5 აპრილს, მყინვარწვერზე, ზღვის დონიდან 4900 მეტრზე მყოფი მთამსვლელებიდან ერთ-ერთს სავარაუდოდ ფეხი დაუცდა, რის შედეგადაც სხეულის დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა. დაზიანებები მიიღო კიდევ ორმა მთამსვლელმა, მათგან ერთი ბელგიის, მეორე კი საქართველოს მოქალაქეა. ისინი მეტეოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანეს, იქიდან კი ვერტმფრენით დღეს გადმოაფრინეს.
ბელგიელი მთამსვლელის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.