weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Facebook შეამოწმებს თუ ვინ დგას პოპულარული გვერდების უკან

13:58 შაბათი, 07 აპრილი 2018

Facebook-ის ხელმძღვანელობამ დაანონსა, რომ სოციალურ ქსელში არსებულ ყველა მეტნაკლებად პოპულარულ გვერდს შეამოწმებს და მათი მფლობელების ვინაობას დაადგენს. ამ გზით კომპანია ყალბი ანგარიშების, ცრუ ახალი ამბების გავრცელებისა და პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, მარკ ცუკერბერგმა განმარტა, რომ იმ პოპულარულ გვერდებს, რომელთა მიმართაც შემოწმების შემდეგ პრეტენზიები იქნება, პოსტების გამოქვეყნება აეკრძალებათ.

გარდა ამისა, ცუკერბერგმა განაცხადა, რომ Facebook-ი პოლიტიკური რეკლამის დარეგულირებას და ამ მხრივ მეტ გამჭირვალობას უჭერს მხარს. ამასთან, მისი თქმით, საარჩევნო პროცესებში ჩარევა ის პრობლემაა, რომელთან გამკლავებას მხოლოდ ერთი პლატფორმა ვერ შეძლებს.

„ამ ნაბიჯების მიუხედავად ხალხი მაინც შეძლებს სისტემის მოტყუებას, თუმცა მათთვის უფრო რთული იქნება იმის გაკეთება, რაც რუსეთმა 2016 წელს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ოქტომბრიდან Facebook-ში პოლიტიკური რეკლამის განთავსების დროს მისი დამფინანსებლის ვინაობის მითითება ისედაც სავალდებულოა.

10 აპრილს, მარკ ცუკერბერგი აშშ-ის კონგრესში ჩვენებას მისცემს იმის თაობაზე, თუ როგორ ეპყრობა Facebook-ი მომხმარებელთა პირად მონაცემებს. მოსალოდნელია, რომ სენატორები დაინტერესდებიან იმითაც, თუ როგორ აპირებს Facebook-ი საარჩევნო პროცესში მანიპულაციის მცდელობების აღკვეთას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]