weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ აფორმებენ სააღდგომო კვერცხებს სხვადასხვა ქვეყანაში

15:29 შაბათი, 07 აპრილი 2018

კვერცხის მხატვრობა ასობით, შესაძლოა, ათასობით წლის წინ გაჩნდა, თუმცა უცნობია, რომელი ქვეყნიდან იღებს ის სათავეს. დღეს მოხატული კვერცხი ასოცირდება აღდგომასთან - დღესასწაულთან, რომელსაც ქრისტიანები სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ.

„ბი ბი სი“ სააღდგომო კვერცხის მხატვრობის რამდენიმე უნიკალურ ტექნიკას გვაცნობს. მოსახატად იყენებენ ქათმის, ბატის და სირაქლემის კვერცხს. პოპულარულია შოკოლადის, ხის და შუშის კვერცხების დამზადებაც. 

უკრაინა

კვერცხების მოხატვა უკრაინელებისთვის დამახასიათებელი ტრადიციაა. ცვილითა და საღებავებით შესრულებული მხატვრობა მსოფლიოშია ცნობილი. ნაჭუჭს სპეციალური იარაღის საშუალებით ცვილით მოხატავენ, რის შემდეგაც კვერცხს საღებავში დებენ. ამას რამდენჯერმე იმეორებენ და სხვადასხვა ფერის საღებავებს იყენებენ. მას შემდეგ, რაც ცეცხლზე ცვილს გაადნობენ და კვერცხს გაამშრალებენ, ფერად მოხატულობას იღებენ.

 

ჩეხეთი

ჩეხეთში კვერცხზე მხოლოდ ერთი ფენა საღებავი დაიტანება, შემდეგ კი სპეციალური ინსტრუმენტის გამოყენებით მისი გარკვეული ნაწილის მოცილება ხდება. შედეგად კვერცხზე ნატურალური ფერის ორნამენტები ჩნდება.

 

გერმანია

აღმოსავლეთ გერმანიის ტერიტორიაზე მცხოვრები ლუჟიცელი სორბები კვერცხის ფერადი ცვილით მოხატვის ტექნოლოგიას თაობიდან თაობას გადასცემენ. მოხატვის დასრულების შემდეგ ცვილი ნაჭუჭზე რჩება ამიტომ ზედაპირი რელიეფური და ფერადია. რუმინელებსაც მიაჩნიათ, რომ ეს ტექნიკა მათ მიერ არის მოგონილი.

 

რუმინეთი

რუმინელი ქალბატონი იოანა მატეი სააღდგომო კვერცხის მოხატვის კლასიკურ ტექნიკას იყენებს. ის კვერცხზე ხაზებს გამდნარი ცვილით ავლებს და ზედაპირს საღებავით ფარავს. ამ შემეთხვევაში ძირითადად წითელი ფერი გამოიყენება.

 

უნგრეთი

უნგრეთში სააღდგომო კვერცხებს მავთულით აფორმებდნენ. ეს ტექნიკა ლასლო ბოგნარმა სრულყო და კვერცხს მთლიანად მეტალით ფარავს. ერთი ასეთი კვერცხის დამზადებას რამდენიმე დღე სჭირდება. ლასლო ბოგნარი ძირითადად ინდაურის კვერცხს იყენებს, რადგან მისი ნაჭუჭი ქათმის კვერცხთან შედარებით მაგარია.

 

სლოვაკეთი

სლოვაკი ფრანკ გრომი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოსტატია, რომელიც კვერცხის ნაჭუჭის დასამუშავებლად ბურღს იყენებს. ერთი ასეთი კვერცხის დასამზადებლად 2500-დან 350-მდე ხვრელის გაკეთებაა საჭირო. როგორც წესი, ამ საქმეს ერთი კვირა მაინც სჭირდება. შიგნიდან განათებული ასეთი კვერცხები განსაკუთრებით თვალისმომჭრელი სიბნელეშია.

 

დიდი ბრიტანეთი

ჩიკი ვატანაბეს ნამუშევრები დიდ ბრიტანეთში აღდგომის სიმბოლოდ მიიჩნევა. ქალბატონი ვატანაბე შოკოლადისგან დამზადებულ კვერცხებს კრემებითა და მინანქრით აფორმებს. ამასთან, ერთი დიზაინის არაუმეტეს ხუთი კვერცხი მზადდება.

 

ერაყი

სააღდგომო კვერცხების გაფორმების ტრადიცია არსებობს ერაყშიც, სადაც მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მუსლიმია. ერაყელი ქრისტიანები კვერცხებს სხვადასხვა ფერის საღებავებით ღებავენ. დამატებითი ეფექტის მისაცემად კვერცხს რამდენიმე ფერში ავლებენ.

 

ინდონეზია

კუნძულ ბალიზე ძალიან ცოტა ქრისტიანი ცხოვრობს, სააღდგომო კვერცხებიც მაინცდამაინც პოპულარული არ არის, მაგრამ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ვიან სანდრამ სააღდგომო კვერცხების მთელი ბიზნესი შექმნა. ის კვერცხებს ფუნჯით აფორმებს, მის კლიენტებს შორის კი ევროპელები არიან, რომლებიც ცნობილ კურორტზე სააღდგომო არდადეგების დროს ჩადიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]