სატვირთოს მძღოლმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, ამოწმებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, სატვირთო ავტომანქანიდან კიდევ ორი ადამიანი გადმოვიდა და მიიმალა.
პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს, ქალაქის ძველ რაიონში, სადაც ინციდენტი მოხდა, გადაადგილებისგან თავი შეიკავონ.
ბოლო ორი წელში ეს მეორე შემთხვევაა გერმანიაში, როდესაც სატვირთო ავტომანქანა ხალხს დაეჯახა. 2016 წელს, ბერლინში, სატვირთო ავტომანქანა საშაობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა და 12 ადამიანი იმსხვერპლა.