weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

მარკ ცუკერბერგი სენატის კომიტეტების წინაშე წარდგება

12:28 სამშაბათი, 10 აპრილი 2018

Facebook-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი სენატის იურიდიული და ვაჭრობის კომიტეტების წინაშე წარდგება. ცუკერბერგმა ბრიტანული ანალიტიკური კომპანია Cambridge Analytica-ს საქმესთან დაკაშირებით კონგრესმენების შეკითხვებს უნდა უპასუხოს.

ბრალდების მიხედვით, უმსხვილესმა სოციალურმა ქსელმა ხსენებულ კომპანიას 87 მილიონი მომხმარებლის პირად მონაცემებთან წვდომის საშუალება მისცა.

მცირე ხნის წინ ცუკერბერგმა ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის თავიდან ასაცილებლად უფრო მეტი უნდა გაეკეთებინა.

ბრიტანული კომპანიის Cambridge Analytica-ს გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც ცნობილი გახდა, რომ მისი მომსახურებით დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბი სარგებლობდა. ამერიკული მედიის გამოძიებიდან კი ირკვევა, რომ ეს კომპანია მსოფლიოს გარშემო 2000-ზე მეტ პლებისციტში ჩაერია. მათ შორის იყო: არჩევნები კენიაში, ჩეხეთში, ნიგერიაში, რეფერენდუმი Brexit-ის შესახებ და სხვა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]