როგორც ვაშინგტონში 9 აპრილს განაცხადეს, ჯერ-ჯერობით დაუდგენელია, რა ტიპის ნივთიერება იქნა გამოყენებული აღმოსვლეთ ღუტაში, რადგან სირიის მთავრობის ჯარები და მისი მოკავშირეები - რუსეთი და ირანი, საერთაშორისო ექსპერტებს დუმაში შეშვებაზე უარს ეუბნებიან.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი მოკავშირეებთან აწარმოებს მოლაპარაკებას სათანადო რეაგირების შესახებ და „ეს დაუშვებელი სისასტიკე“ უპასუხოდ არ დარჩება.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 9 აპრილის განცხადებით, ის 24-დან 48 საათამდე პერიოდში მიიღებს გადაწყვეტილებას აშშ-ის საპასუხო ზომაზე. ტრამპის თქმით, შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იყოს პასუხისმგებელი მომხდარზე და თუ მართლაც ასეა, ვაშინგტონის რეაქცია ძალიან მკაცრი იქნება.