weather cur horoscope tv
ივლისი 03, 2026
×

შეტყობინება

Failed loading XML...

სტივ ვოზნიაკი Facebook-ს ბოიკოტს უცხადებს

12:04 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

Apple-ის თანადამაარსებელმა სტივ ვოზნიაკმა განაცხადა, რომ Facebook-ის პროფილს უაქმებს. სტივ ჯობსის ყოფილი პარტნიორის თქმით, უმსხვილესი სოციალურ ქსელი პატივს არ სცემს თავისი მომხმარებლების უფლებებს, ეს კი მისთვის სრულიად მიუღებელია.

„ადამიანები Facebook-ს თავისი ცხოვრების ყველა დეტალს ანდობენ… ის კი ამ ნდობით გამოიმუშავებს. ეს შემოსავალი მთლიანად დამოკიდებულია მომხმარებლების პირად ინფორმაციაზე, საპასუხოდ კი ისინი ვერაფერს იღებენ“, – განაცხადა სტივ ვოზნიაკმა.

ვოზნიაკმა პარალელი გაავლო Apple-თან და განაცხადა, რომ მარკ ცუკერბერგის კომპანიისგან განსხვავებით, მისი კომპანია ფულს პროდუქციით და არა მომხმარებლებით შოულობს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]