ჩამოვარდნისთანავე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. კატასტროფის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ბლიდას პროვინციიდან ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში მიფრინავდა და მგზავრების უმრავლესობა სამხედროები იყვნენ.
ალჟირში მსგავსი ავიაკატასტროფა 2014 წელსაც მოხდა, როდესაც სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 77 ადამიანი დაიღუპა. მაშინ ბორტზე მყოფი ერთადერთი მგზავრი გადაურჩა სიკვდილს. დაღუპულები სამხედროები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ.