weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

„რუსეთო, მოემზადე“ – დონალდ ტრამპი რუსეთს მუქარაზე პასუხობს

18:01 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს აფრთხილებს და ამბობს, რომ აშშ სირიაში ამერიკული რაკეტების გაუშვებს იმის მიუხედავად, რომ რუსეთი მათი ჩამოგდებით იმუქრება.

„რუსეთი პირობას დებს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ყველა რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, რადგან ისინი წამოვლენ, მშვენიერები, ახლები და „ჭკვიანები“. არ უნდა იყო მხეცის პარტნიორი, რომელიც გაზით კლავს, საკუთარ მოქალაქეებს ხოცავს და ეს სიამოვნებს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერში“.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ „ჭკვიანი რაკეტები უნდა მიფრინავდნენ ტერორისტების მიმართულებით და არა კანონიერი მთავრობისკენ, რომელიც რამდენიმე წელია თავის ტერიტორიაზე საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის“.

ტრამპისა და ზახაროვას კომენტარებს წინ უძღოდა ლიბანში რუსეთის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადება. ალექსანდრე ზასიპკინის თქმით, რუსეთი იტოვებს უფლებას, ჩამოაგდოს ამერიკული რაკეტები და იერიში მიიტანოს მათი გაშვების ადგილზე, იმ შემთხვევაში თუ სირიაში ადგილი ექნება აშშ-ის აგრესიას.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]