weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბაშარ ასადის მხარდაჭერის გამო აშშ რუსეთს ახალ სანქციებს დაუწესებს

23:40 კვირა, 15 აპრილი 2018
ფოტოზე დონალდ ტრამპი და ნიკი ჰეილი ფოტოზე დონალდ ტრამპი და ნიკი ჰეილი

ამერიკის შეერთებული შატატების ფინანსთა სამინისტრო რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უახლოეს მომავალში აამოქმედებს. როგორც CBS News-ის ეთერში გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, ახალი სანქციები შეეხება იმ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებული არიან ბაშარ ასადის რეჟიმისთვის აღჭურვილობის მიწოდებასა და ქიმიური იარაღის გამოყენებასთან.

მისივე თქმით ახალი სანქციების თაობაზე განცხადება 16 აპრილს გაკეთდება.

„ასადმა ქიმიური იარაღი მრავალჯერ გამოიყენა. აქამდე ამ საკითხზე ექვსი რეზოლუცია მოვამზადეთ, რომელიც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმების შექმნას გულისხმობდა და რუსეთმა ყველა მათგანს ვეტო დაადო. ჩავთვალეთ, რომ ყველა დიპლომატიური ზომა მივიღეთ და მოქმედების დრო დადგა. ვიმედოვნებთ, რომ ასადმა გაიგო საერთაშორისო საზოგადოების მესიჯი, რომ საშუალებას არ მივცემთ ქიმიური იარაღი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში დაბრუნდეს“, - აღნიშნა ნიკი ჰეილიმ მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებული საჰაერო იერიშებთან დაკავშირებით.

დღეს რუსულმა გამოცემა „კომერსანტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახალი სანქციების მზადების თაობაზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ის ელჩმა ჯონ ჰანთსმენმა რამდენიმე დღის წინ შეატყობინა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]