weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

„ფორდის“ ყველაზე დიდი კოლექცია აუქციონზე გაიყიდება

16:28 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

სახელგანთქმული ჰოლანდიური მუზეუმიდან Den Hartogh Museum, 200-ზე მეტ ავტომობილსა და მოტოციკლს ივნისში ბონემის აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ.

არაჩვეულებრივი კოლექცია, რომელშიც „ფორდისა“ და „ლინკოლნის“ 200-ზე მეტი ავტომობილი, აგრეთვე Ford A, B და C სატვირთო, კომერციული მოდელები, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო მანქანები და 50 მოტოციკლზე მეტი შედის, ერთ ადამიანს ეკუთვნის.

მუზეუმი 1956 წელს დაარსდა, როცა პიტ დენ ჰარტოგმა თავისი პირველი „ფორდი“ იყიდა. მასზე სატვირთოებმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მათი კოლექციის შექმნა გადაწყვიტა, რადგან საკუთარ სატრანსპორტო კომპანიაში მამამისი ტვირთის გადასაზიდად სწორედ „ფორდის“ სატვირთოებს იყენებდა.

კოლექცია სწრაფად იზრდებოდა, რადგან პიტ დენ ჰარტოგი ყოველი მოდელის ნიმუშის შეგროვებას ცდილობდა, 1903 წლის Model A-დან დაწყებული, უფრო თანამედროვე სატვირთოებამდე და კანადური პოლიციის თოვლის მანქანით დამთავრებული. 1990 წელს მეუღლემ მას უზარმაზარი კოლექციის მუზეუმად გადაკეთება შესთავაზა, რათა პუბლიკას მთელ მსოფლიოდან ექსპონატების ხილვა კომფორტულ გარემოში შეძლებოდათ.

პიტ დენ ჰარტოგის ასული გრესკე უკვე მრავალი წელია მუზეუმის მმართველია, მაგრამ ამჯერად ოჯახმა გადაწყვიტა, რომ მუზეუმის დახურვის და კოლექციის გაყიდვის დრო დადგა.

 

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]