ბრიტანეთის პოლიციის მონაცემებით, თვითმკვლელი ტერორისტი მანჩესტერში დაბადებული, წარმოშობით ლიბიელი, 22 წლის სალმან აბედი იყო. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ამბერ რადის თქმით, ირკვევა, რომ აბედი თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა ინგლისში ლიბიიდან. პოლიცია ასევე იუწყება, რომ 22 მაისის თავდასხმასთან დაკავშირებით ქსელს იძიებს და მანჩესტერის მასშტაბით ჩხრეკის ოპერაციები მიმდინარეობს, რა დროსაც საქმესთან დაკავშირებული 6 პირი დააკავა.
შეგახსენებთ, რომ პოპ-ვარსკვლავ არიანა გრანდეს კონცერტისას „მანჩესტერ არენაზე“ თავდასხმას 22 ადამიანი ემსხვერპლა, 59 კი დაშავდა. მომხდარზე პაუსხისმგებლობა „ისლამურმა სახელწმიფომ“ აიღო.