„გევორას“ სიმაღლე 356.33 მეტრია. შენობა 75-სართულიანია და 528 ოთახითაა დაპროექტებული. სასტუმრო მიმდინარე წლის თებერვალში გაიხსნა, მის აშენებას კი 4 წელი დასჭირდა. ნომრის ფასი 650-700 დირჰამი ($ 191) გახლავთ.
აქვე გეტყვით, რომ პლანეტის ყველაზე მაღალი შენობა ასევე დუბაიში მდებარე ცათამბჯენი „ბურჯ ხალიფა“ გახლავთ, რომლის სიმაღლე 828 მეტრია.