weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსეთი, ჩინეთი და ტრამპი პრესის თავისუფლების მთავარ საფრთხეებად დასახელდნენ

10:46 ოთხშაბათი, 25 აპრილი 2018

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ 2018 წლის ანგარიშში რუსეთი, ჩინეთი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პრესის თავისუფლების მთავარ საფრთხეებად დაასახელა.

რეიტინგში რუსეთი 148-ე ადგილზეა, ამერიკის შეერთებული შტატები კი 45-ზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ტრამპმა რეპორტიორებს „ხალხის მტერი უწოდა“. იგივე ფრაზა თავის დროზე იოსებ სტალინმაც გამოიყენა.

„სულ უფრო მეტად და მეტად, დემოკრატიულად არჩეული ლიდერები აღარ აღიქვამენ მედიას, როგორც დემოკრატიის მთავარ საფუძველს, არამედ აღიქვამენ მას როგორც მოწინააღმედეგეს, რომლის მიმართაც ადვილად გამოხატავენ ზიზღს“, - ნათქვამია ანგარიშში.

რუსეთთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვლადიმერ პუტინის რუსეთი პროპაგანდის ქსელს Sputnik-ისა და Russia Today-ს საშუალებით აფართოებს.

პრესის თავისუფლების რეიტინგში ნორვეგია ლიდერობს, რომელსაც შვედეთი, ნიდერლანდები და ფინეთი მოსდევს. რაც შეეხება საქართველოს, პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მდგომარეობა წინა წელთან შედარებით გაუმჯობესდა და 61-ე ადგილი უკავია, შარშანდელ რეიტინგში კი 64-ე ადგილი ეკავა.

პრესის თავისუფლების მხრივ ბოლო ადგილზე ჩრდილოეთ კორეა მოხვდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]