weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სტამბოლის ახალი აეროპორტი ერთდროულად 114 ავიარეისს მოემსახურება

12:32 ხუთშაბათი, 26 აპრილი 2018

თურქეთის უმსხვილეს ქალაქ სტამბოლში პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური აეროპორტი შენდება. თურქეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, აეროპორტის 85% უკვე მზადაა და მისი გახსნა მიმდინარე წლის ოქტომბერშია დაგეგმილი.

ახალი აეროპორტის ფართობი 80 მილიონი კვადრატული მეტრია. აეროპორტს ერთდროულად 114 ავიარეისის მიღება შეეძლება, გაფრენა კი 350 მიმართულებით იქნება შესაძლებელი.

პროექტის ღირებულება 10 მილიარდი აშშ დოლარია. თურქეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ პირველ 25 წელიწადში აეროპორტის მოგება 22 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.

ხსენებული აეროპორტი იმ სამ მეგაპროექტს შორისაა, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის ინიციატივით შენდება. სხვა პროექტები გახლავთ ბოსფორის მესამე ხიდი და სტამბოლის არხი.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]