ჯეიმს დეანჯელო ათეული წლების განმავლობაში მარტოხელა ქალების კუთვნილ ბინებში იჭრებოდა, მათზე ძალადობდა, შემდეგ კი მხეცურად კლავდა. საქმის მასალებიდან ასევე ირკვევა, რომ მანიაკი მსხვერპლთან მყოფ სტუმრებს თოკით აბამდა და ძალადობის ყურებას აიძულებდა.
საკრამენტოს პოლიციამ ჯეიმს დეანჯელოს ბრალეულობის დადგენა დნმ-ის ნიმუშების მეშვეობით შეძლო. სამართალდამცველებმა მანიაკს 8 მკვლელობისა და არაერთი გაუპატიურებისთვის ბრალი უკვე წაუყენეს.