ცხრა ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ხუთშაბათს საღამოს გავრცელდა. სამაშველო ჯგუფებმა მეათე მოზარდის ცხედარი დღეს დილით იპოვეს.
მკვდარი ზღვის რეგიონში არასეზონური წვიმები და წყალდიდობა ორი დღის წინ დაიწყო. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტურისტების ჯგუფი ამინდის გაუარესებისა და საფრთხის შესახებ ინფორმირებული იყო.
დღეს ისრაელის მთავრობამ მოქალაქეებს მოუწოდა, თავი აარიდონ არავას უდაბნოსა და შავი ზღვის რეგიონებს.