weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ორი კორეის ლიდერებმა ატომური იარაღისგან სრულად გათავისუფლების პირობა დადეს

11:59 შაბათი, 28 აპრილი 2018

27 აპრილს გამართულ ისტორიული მნიშვნელობის შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის აბსოლუტურმა ლიდერმა კიმ ჩენ ინმა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა მუნ ჯე-ინმა პირობა დადეს, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან სრულად გასათავისუფლებლად იმუშავებენ.

აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი ჩრდილოეთ კორეის პირველი ლიდერია, რომელმაც კორეის ომის (1950-1953) შემდეგ ფეხი დადგა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე.

ლიდერების ერთობლივ განცხადებაში დაზუსტებული არაა, კონკრეტულად რა ნაბიჯებს გადადგამს ჩრდილოეთ კორეა ატომური იარაღისგან გასათავისუფლებლად.

განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა, რომელმაც „ტვიტერზე“ დაწერა, რომ კორეაში ომი სრულდება და დიადი ამერიკელები უნდა ამაყობდნენ იმით, რაც ახლა კორეაში ხდება.

ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე გაფრთხილებით გამოვიდა NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ჩრდილოეთი კორეისთვის დაკისრებული სანქციების ძალაში დატოვებაზე იქამდე, სანამ ფხენიანის ნაბიჯებში კონკრეტული ცვლილებები გამოჩნდება.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]