სააგენტო „როიტერის“ ცნობით, თავდასხმა ელ-მინიას პროვინციაში მოხდა, რომელიც კაიროდან სამხრეთით მდებარეობს. შემთხვევის დროს ქრისტიანი კოპტები ორი ავტობუსით მონასტრისკენ მიდიოდნენ.
ქრისტიანი კოპტები, რომლებიც ეგვიპტის მოსახლეობის 10 პროცენტს შეადგენენ, ბოლო პერიოდში თავდასხმების ობიექტები არაერთხელ გახდნენ. დაახლოებით 70 ადამიანი ემსხვერპლა გასული წლის დეკემბერში კაიროში, ალექსანდრიასა და ტანტაში მომხდარ ტერაქტებს. აღნიშნულ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.