weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

როგორ დაიცვა ბრმა ძაღლმა 3 წლის გოგონა

15:20 შაბათი, 28 აპრილი 2018

მსოფლიოს ბევრი გმირი ძაღლი ახსოვს, რომლებმაც სხვადასხვა დროს მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს და მათი უსაფრთხოება დაიცვეს. ისინი როგორც წესი სხვადასხვა სამხედრო თუ სამაშველო სამსახურის წევრები არიან, თუმცა ავსტრალიაში 17 წლის ბრმა ძაღლმა ნამდვილი გმირობა ჩაიდინა და ოჯახის პატარა წევრი გადაარჩინა.

წინა კვირას ქვინსლენდის შტატში 3 წლის გოგონა სახელად ავრორა დაიკარგა, რომელიც ოჯახის მეგობართან, მხედველობა და სმენადაქვეითებულ ძაღლთან, მაქსთან ერთად პარკიდან გაუჩინარდა. პოლიციამ და მოხალისე ადამიანთა ჯგუფმა ძებნა უმალ დაიწყო, თუმცა ამაოდ. მეორე დღეს გოგონას ბებიამ, ლისა ბენეტმა ავრორას ხმა შორეული გორაკიდან გაიგო, მის წინ კი 17 წლის მაქსი გაჩნდა, რომელმაც ზუსტად იმ ადგილამდე მიიყვანა, სადაც მცირეწლოვანმა გოგონამ წვიმიანი ცივი ღამე გაატარა. როგორც გაირკვა, ძაღლს ღამის განმავლობაში არ მიუტოვებია ავრორა, მეორე დღეს კი გზის ჩვენება მოახერხა სიბერისგან დაქვეითებული შესაძლებლობების მიუხედავად.

გოგონას დაზიანებები არ მიუღია, მხოლოდ განაკაწრები აღმოაჩნდა. 17 წლის მაქსს კი ქვინსლენდის პოლიციამ საპატიო პოლიციელის წოდება უბოძა.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]