weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სტამბოლის ათათურქის აეროპორტი 29 ოქტომბრიდან დაიხურება

17:02 კვირა, 29 აპრილი 2018

სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც ევროპის ხუთი ყველაზე დიდი აეროპორტიდან ერთ-ერთია, ბოლო ავიარეისებს 29 ოქტომბერს მიიღებს. ამ დროისთვის სტამბოლში ახალი, რიგით მესამე აეროპორტი გაიხსნება და ფრენებიც იქ გადამისამართდება.

Daily Sabah-ის ინფორმაციით, სტამბოლის ახალი აეროპორტის 85% უკვე აშენებულია. ის თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 95-ე წლისთავზე გაიხსნება და ყველა სამუშაოს დასრულების შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტი იქნება.

სტამბოლის ახალი აეროპორტი ერთდროულად 114 ავიარეისის მიღებას შეძლებს, წელიწადში კი 90 მილიონ მგზავრს მოემსახურება. ახალ აეროპორტში 225 000 ადამიანი დასაქმდება. ის სრული დატვირთვით 2023 წლიდან ამუშავდება. მოსალოდნელია, რომ ამ დროისთვის აეროპორტი წელიწადში 200 მილიონი მგზავრის მიღებას შეძლებს.

აეროპორტის მშენებლობაზე დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება ათათურქის აეროპორტს, ის პირველად 1953 წელს გაიხსნა. მანამდე, 1912 წლიდან აეროპორტის ადგილზე სამხედრო ავიაბაზა იყო. აეროპორტს სახელწოდება „სტამბოლის ათათურქის საერთაშორისო აეროპორტი“ თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის და მისი პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის პატივსაცემად 1980-იან წლებში ეწოდა.

2017 წლის პირველ რვა თვეში ათათურქის აეროპორტმა 41.6 მილიონი მგზავრი მიიღო. მას მოსდევს სტამბოლში მდებარე საბიჰა გიოქჩენის აეროპორტი, რომელიც ამავე პერიოდში 20.5 მილიონ მგზავრს მოემსახურა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]