weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავიდი დაინიშნა

01:00 სამშაბათი, 01 მაისი 2018

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად საჯიდ ჯავიდი დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ემბერ რადი შეცვალა, რომელიც საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა. საჯიდ ჯავიდი პირველი მუსლიმია, რომელიც ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ჯავიდი ემიგრანტების შვილია. მისი მშობლები ინდოეთში დაიბადნენ, მაგრამ იძულებულნი იყვნენ საცხოვრებლად პაკისტანში გადასულიყვნენ. საჯიდ ჯავიდის მამა დიდ ბრიტანეთში 1960-იან წლებში ჩავიდა და ავტობუსის მძღოლად დაიწყო მუშაობა. ჯავიდის თქმით, როდესაც მამამისი ლონდონში ჩავიდა ჯიბეში 1 ფუნტი ჰქონდა.

საჯიდ ჯავიდი შს მინისტრის თანამდებობის დაკავებამდე, 2016 წლიდან საზოგადოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში სახელმწიფო მდივანი იყო.

რაც შეეხება ემბერ რადს, თანამდებობიდან მისი გადადგომის შესახებ 30 აპრილს გახდა ცნობილი. მის მიმართ კრიტიკა გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თანამეგობრობის ქვეყნებიდან ბრიტანეთის მიწვევით ჩასული მოსახლეობის არალეგალ მიგრანტებად გამოცხადებამ.

ცოტა ხნის წინ გამოცემა The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს კონკრეტული მიგრანტების, ე.წ. ვინდრაშის თაობის წარმომადგენლების დეპორტაციის პროგრამა. „ვინდრაში“ იმ გემს ერქვა, რომელმაც 1948 წელს დიდ ბრიტანეთში პირველი მიგრანტები გადაიყვანა.

თავდაპირველად შს მინისტრი ემბერ რადი ასეთი პროგრამის არსებობას უარყოფდა. მოგვიანებით კი თქვა, რომ მისი არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. რადმა ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]