weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ესტონეთი ქვეყნიდან ორ რუს დიპლომატს აძევებს

23:36 პარასკევი, 26 მაისი 2017

ესტონეთის ხელისუფლებამ ქალაქ ნარვაში რუსეთის გენერალურ კონსულს დიმიტრი კაზენოვს და კონსულ ანდრეი სურგაევს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზს ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს.

"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, საკუთარი დიპლომატების გამოძევების ფაქტს რუსეთის საგარეო უწყებაში ადასტურებენ და ტალინის გადაწყვეტილებას მორიგ არამეგობრულ და უსაფუძვლო ქმედებას უწოდებენ, რომელსაც აუცილებლად უპასუხებენ.

უცნობია, თუ როდის უნდა დატოვონ რუსმა დიპლომატებმა ესტონეთი. ესტონური მხარის შესაბამისი ნოტები მათ უკვე ჩაბარებული აქვთ.

დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის მიხედვით, ადგილსამყოფელ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია ამცნოს მააკრედიტებელ სახელმწიფოს, რომ წარმომადგენლობის დიპლომატიური პერსონალის რომელიმე წევრი პერსონა ნონ გრატა-ა, ან წარმომადგენლობის პერსონალის ნებისმიერი სხვა წევრი მისთვის მიუღებელია. ამასთან, ადგილსამყოფელი სახელმწიფო ვალდებული არ არის თავისი გადაწყვეტილება დაასაბუთოს.

ყველაზე ხშირად ადგილსამყოფელი სახელმწიფოდან დიპლომატის გაძევების მიზეზი შპიონაჟი ან პასუხია სხვა სახელმწიფოს ანალოგიურ ქმედებაზე.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]