weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კიშინიოვის მერი და მერიის თანამშრომლები კორუფციის ბრალდებით დააკავეს

14:39 შაბათი, 27 მაისი 2017

მოლდოვას ანტიკორუფციულმა საგამოძიებო სამსახურმა კორუფციაში ეჭვმიტანილი კიშინიოვის მერი დორინ კირტოაკე და ქალაქის საკრებულოს წევრები დააკავა.

მოლდოვას სახელმწიფო ანტიკორუფციულ ცენტრს საკრებულოში საგამოძიებო მოქმედებების დასრულებამდე, 72 საათის განმავლობაში ჰყავდა დაკავებული დედაქალაქის მერი და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წევრები. საპატიმროში რჩება მერიის 7 თანამშრომელი, მათ შორის მერის ორი მოადგილე.

კირტოაკეს ბრალდების თანახმად, მან მითითებები მისცა თავის მოადგილეს, ერთ-ერთ ავსტრიულ კომპანიასთან (EME Parkleitsystem GmbH) კონტრაქტის გაფორმების თაობაზე. მერმა ეს ხელშეკრულება მაისში გააუქმა. ანტიკორუფციული ცენტრის განცხადებით, ამ კომპანიამ ქალაქის მერიის თანამშრომლებთან გაფორმებული „გარიგებების“ საფუძველზე ტენდერში გაიმარჯვა.

38 წლის დორინ კირტოაკე მოლდოვას ლიბერალური პარტიის თავმჯდომარის მოადგილეა. კიშინიოვის მერი ის 2007 წელს გახდა, 2011 წელს კი მერის პოზიციაზე მეორედ აირჩიეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]