weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რუსეთის პრემიერ-მინისტრად კვლავ დიმიტრი მედვედევი დაინიშნა

21:12 სამშაბათი, 08 მაისი 2018

რუსეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო დუმამ ვლადიმერ პუტინის მიერ წარდგენილი კანდიდატი - დიმიტრი მედვედევი დაამტკიცა. 433 დეპუტატიდან მედვედევის კანდიდატურას მხარი 374-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 56 იყო.

კომუნისტური პარტიის და „სამართლიანი რუსეთის“ ფრაქციებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატები ტრადიციულად არ წარუდგენიათ. მათ არც დიმიტრი მედვედევს დაუჭირეს მხარი.

მთავრობის ხელმძღვანელად დიმიტრი მედვედევი პირველი ვადით 2012 წელს აირჩიეს. მაშინ მას მხარი 299 დეპუტატმა დაუჭირა, 144 კი მისი არჩევის წინააღმდეგი იყო.

2008-2012 წლებში დიმიტრი მედვედევი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა. ამ წლებში ვლადიმერ პუტინი პრემიერ-მინისტრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]