weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გერმანიაში სასამართლომ მასწავლებელს სკოლაში ჩადრით სიარული აუკრძალა

14:14 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

ბერლინში, შრომითი საკითხების განმხილველმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქის სკოლას შეეძლო დაწყებითი კლასების მუსლიმი მასწავლებლისთვის სკოლაში ჰიჯაბის ტარება აეკრძალა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მასწავლებლის სარჩელი, რომლითაც ის მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას ითხოვდა.

„ბი ბი სის“ ინფორმაციით, სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქის მიერ მიღებული კანონი, რომელიც მასწავლებლებს, პოლიციელებს და სასამართლოში დასაქმებულებს საკუთარი რელიგიურობის ასეთი ფორმით დემონსტრირებას უკრძალავს, ქვეყნის კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება.

გერმანიაში, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, აკრძალულია სამსახურში ფარანჯით სიარული, თუმცა ჰიჯაბის საკითხი 16-ვე ფედერაციულ მხარეში დამოუკიდებლად, სხვადასხვანაირად რეგულირდება. 2015 წელს ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ მთელ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ჰიჯაბის ტარების აკრძალვა რელიგიის თავისუფლებას ეწინააღმდეგება.

მასწავლებელმა, რომელმაც კანონი გაასაჩივრა, ბერლინის სკოლაში მხოლოდ ერთი დღე იმუშავა, ამის შემდეგ ის კოლეჯში გადაიყვანეს, სადაც ჰიჯაბის ტარება დაშვებულია.

„ბი ბი სის“ ცნობით, გასულ წელს ბერლინის იმავე სასამართლოში მასწავლებელმა მსგავსი დავა მოიგო. მაშინ სასამართლომ დაადგინა, რომ სკოლამ დისკრიმინაციის შესახებ კანონი დაარღვია და ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ ჰიჯაბი სკოლაში მშვიდობას უქმნიდა საფრთხეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]