weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ჰავაიზე ვულკანური ამოფრქვევები შესაძლოა წლობით გაგრძელდეს

15:35 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

გასულ კვირას ჰავაიზე ამოფრქვეული ვულკანების გამო ევაკუირებულ მოსახლეობას შესაძლოა სახლებში დაბრუნება არც ისე მალე მოუწიოთ, რადგან ვულკან კილაუეას ამოფრქვევა კვლავ გრძელდება. განდაგურებულია სულ მცირე 35 სტრუქტურა და დაფარულია დაახლოებით 75 საფეხბურთო მოედნის ტერიტორია.

ვუკლან კულაუეას ცეცხლოვანი ლავის შადრევნებისა და ტალღის შედეგად 12 ვულკანური ბზარი გაჩნდა. ზანტად მდინარე გამდნარმა მაგმამ გაანადგურა ყველაფერი, რაც გზად ხვდებოდა. მეცნიერთა აზრით, ამ ყველაფრის უკან ეფუზიური ბზაროვანი ამოფრქვევა დგას. ბოლო ამოფრქვევის მიზეზი ვულკანის მწვერვალზე, კრატერში მდებარე ლავის ტბის ფსკერის ჩანგრევა გახდა, რის შედეგადაც მთელი მისი გამდნარი მასა კილაუეას მიწისქვეშ დამალულ მაგმის სისტემაში ჩავიდა.

აღსანიშნავია, რომ კილაუეას ვულკანური პროცესი 1983 წელს დაიწყო და ამჟამინდელი გამანადგურებელი მოვლენები უბრალოდ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე ხანგრძლივი ამოფრქვევის 62-ე ეპიზოდია. მეცნიერთა თქმით, შესაძლოა მიმდინარე პროცესი კვირები, თვეები ან მთელი წელიც კი გაგრძელდეს.

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]