weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რომელი რელიგია ზეიმობს ყველაზე მეტს?

11:21 პარასკევი, 11 მაისი 2018

მეცნიერების გამოთვლით, 2018 წელს მსოფლიოს 9 უდიდესი რელიგია ასზე მეტ დღესასწაულს აღნიშნავს. ყოველდღე, მსოფლიოს რომელიღაც წერტილში რიტუალი ან შესაწირი მზადდება რელიგიური დღისთვის, იქნება ეს რომაული კათოლიციზმი თუ ინდუიზმი.

იცით თუ არა, რომ რელიგიურ დღესასწაულებში ინდუისტები ლიდერობენ - ისინი ასზე მეტი ღვთაების დაბადების დღესა და მნიშვნელოვან თარიღს, ასევე მოსავლის აღებასა და მთვარი ფაზებს ზეიმობენ. ინდუიზმში ასეთი დღე წელიწადში 39-ია.

მეორე ადგილზე 33 დღით იუდაიზმია. ებრაული კალენდარი სავსეა დღესასწაულებით, მაგრამ თორა მხოლოდ ხუთი მათგანის მკაცრად აღნიშვნას მოითხოვს.

გთავაზობთ პლანეტის 9 უდიდესი რელიგიის დღესასწაულების რაოდენობას National Geographic-ის მიხედვით:

39 - ინდუიზმი (1 მილიარდი მიმდევარი)

33 - იუდაიზმი (14.7 მილიონი მიმდევარი)

26 - სიქჰიზმი (25.3 მილიონი მიმდევარი)

12 - ქრისტიანობა (2.4 მილიარდი მიმდევარი)

11 - ბაჰაიზმი (7.9 მილიონი მიმდევარი)

7 - ისლამი (1.7 მილიარდი მიმდევარი)

4 - ტაოიზმი (8.6 მილიონი მიმდევარი)

3 - ბუდიზმი (516 მილიონი მიმდევარი)

3 - კონფუციანელობა (8.5 მილიონი მიმდევარი)

პაატა ჩახვაშვილი

კინობლოგერი. 2015 წლიდან მუშაობს საინფორმაციო ცენტრების ქსელში რეპორტიორად. აშუქებს კულტურის, სპორტის და შემეცნებით ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]