UPI - ანაპოლისი, მერილენდი: ტრადიციული სტუდენტური შეჯიბრების - ჰერნდონის მონუმენტზე აძრომის მონაწილეები.
კარლოს ბესერა - კარაკასი, ვენესუელა: პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს საწინააღმდეგო გამოსვლების დემონსტრანტმა ორლანდო ფიგერამ სხეულის 80%-ის დამწვრობა მიიღო.
უესლეი მარსელინო - ბრაზილია, ბრაზილია: კორუფციის სკანდალის გამო პრეზიდენტ მიჩელ ტემერის საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილე ცეცხლმოკიდებულ ბარიკადთან.
ჯონ პიტერსი - სტოკჰოლმი, შვედეთი: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფრანგი ნახევრამცველი პოლ პოგბა და პორტუგალიელი მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპა ლიგის თასით ხელში თვითმფრინავში გამარჯვებას აღნიშნავენ.
ჰაიდი ლევინი - იერუსალიმი, ისრაელი: შეერთებული შტატების პრეზიდენტის ასული ივანკა ტრამპი გოდების კედელთან.
ამარ ავადი - იერუსალიმი, პალესტინა: ადამიანთა სილუეტები მეჩეთ კლდის გუმბათში.
ბეჰრუზ მეჰრი - თეირანი, ირანი: ახლადარჩეული პრეზიდენტის, ჰასან რუჰანის მხარდამჭერები არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ.
ღულამულა ჰაბიბი - ჩაპაჰარი, ავღანეთი: ავღანელი სამთავრობო ჯარისკაცი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლისას.
ფრედ დუფური - ტოკიო, იაპონია: ყანჩასთავიან კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები სანძა მაცურის ანუ ზაფხულის დადგომის სამდღიან ფესტივალზე.
ჰერი ჯუანდა - ბანდა აცე, ინდონეზია: გეი მამაკაცის ჯოხის ცემით დასჯა შარიათის კანონების მიხედვით.