კომპანია Lamborghini-მ რომის პაპ ფრანცისკეს ავტომობილი 2017 წლის ნოემბერში აჩუქა. ვატიკანში მიყვანილ თეთრი ფერის ავტომობილზე რომის პაპმა საკუთარი ავტოგრაფი დატოვა, რამაც მისი ფასი კიდევ უფრო გაზარდა. რომის პაპმა მაშინვე განაცხადა, რომ მას აუქციონზე გაყიდდა.
შემოსული თანხის ნაწილი გათვალისწინებულია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტების მიერ დევნილი ქრისტიანებისთვის სახლებისა და ეკლესიების მშენებლობისთვის.
Lamborghini Huracan-ის ტიპის ავტომობილის ფასი 170 000 ევროდან იწყება.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს რომის პაპს Harley-Davidson-ის მოტოციკლი აჩუქეს, რომელიც მოგვიანებით აუქციონზე 327 000 დოლარად გაიყიდა.