weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კიევში რუსული სააგენტო „რია ნოვოსტის“ დირექტორი დააკავეს

14:11 სამშაბათი, 15 მაისი 2018
ფოტოზე კირილ ვიშინსკი ფოტოზე კირილ ვიშინსკი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ (РИА Новости) უკრაინული განყოფილების დირექტორი კირილ ვიშინსკი დააკავა. უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა ელენა გიტლიანსკაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ  ვიშინსკის დაკავების იურიდიული საფუძველი აქვთ.

პრესმდივნის ინფორმაციით, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა „რუსეთის მიერ კონტროლირებადი მედიასტრუქტურების ქსელის საქმიანობა გაშიფრეს“.

„სამართალდამცავებმა დაადგინეს, რომ აგრესორი სახელმწიფო მათ უკრაინის წინააღმდეგ ჰიბრიდულ-საინფორმაციო ომში იყენებდა“, - ციტირებს ელენა გიტლიანსკაიას განცხადებას „უკრაინსკაია პრავდა“.

ამ დროისთვის „რია ნოვოსტის“ უკრაინულ სამსახურში ჩხრეკა მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]