პროვინციის გუბერნატორის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს 15 სამხედრო, 10 სამართალდამცავი და 5 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. მისივე თქმით, თალიბებმა პროვინციაზე იერიში სამშაბათს გამთენიისას დაიწყეს. პირველ ეტაპზე შეტევაზე 1000-მდე რადიკალი გადავიდა, მოგვიანებით მათ კიდევ ამდენივე მებრძოლი შეემატათ.
თალიბანის მხრიდან დაკარგულთა რაოდენობის შესახებ კომენტარი არ გაკეთებულა.