weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საფრანგეთის პრეზიდენტმა Russia Today და Sputnik პროპაგანდის გავრცელებაში დაადანაშაულა

10:47 სამშაბათი, 30 მაისი 2017

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები Russia Today და Sputnik გააკრიტიკა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და პროპაგანდაში დაადანაშაულა.

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე Russia Today-ს წარმომადგენელმა მაკრონს კითხვა დაუსვა, თუ როგორ აპირებს ურთიერთობას უცხოელ ჟურნალისტებთან, რადგან რუს ჟურნალისტებს მის საარჩევნო შტაბთან წვდომა უჭირდათ.

„მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს უცხოელ ჟურნალისტებთან, თუ ისინი ჟურნალისტები არიან. Russia Today და Sputnik გავლენის აგენტებს წარმოადგენენ. ყველა ჟურნალისტს, მათ შორის რუსებს აქვთ ერთნაირი წვდომა ჩემ შტაბთან, მაგრამ ისინი შესაბამისადაც იქცევიან. Russia Today და Sputnik იქცევიან როგორც გავლენის აგენტები, რომლებიც პროპაგანდას ავრცელებენ. ეს მიუღებელია“, - განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის ამ განცხადებას ვლადიმერ პუტინი არ გამოეხმაურა. მისი პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით კი, რუსეთი ასეთ შეფასებას არ ეთანხმება.

რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გუშინ ვერსალში გაიმართა. როგორც ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღინიშნა, მათ ტერორიზმზე, ჩეჩნეთში სექსუალური უმცირესობების უფლებებსა და უკრაინაში არსებულ მდგომარეობზე იმსჯელეს.

ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ შეხვედრის დროს არ განუხილავთ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემა. „ამასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტმა ინტერესი არ გამოხატა. მე კი მიმაჩნია, რომ სალაპარაკო არაფერია“, - აღნიშნა პუტინმა. ცნობისთვის, არჩევნების მეორე ტურამდე მაკრონის გუნდი ამტკიცებდა, რომ რუსი ჰაკერები მათი კამპანიის ჩაშლას ცდილობდნენ.

აღსანიშნავია, რომ პუტინის ვიზიტის დროს ეიფელის კოშკის წინ აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ჩეჩნეთში ჰომოფობია გააპროტესტეს.

ეთერ ფანგანი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რეპორტიორი. აშუქებს კავკასიის და მსოფლიოს ამბებს. E-mail: [email protected]

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]